საქართველოს გულრწფელი მოკავშირე ვერასდროს ვერ იქნება ვერც ერთი დიქტატორი… ჩვენი მოკავშირე – მხოლოდ დემოკრატიაა!

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველპს სტრატეგიული პარტნიორი და მოძმე ქვეყანაა… მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, საქართველოსთან მიმართებაში ბევრ საკითხში ბევრად უკეთესი პოზიცია უჭირავს – ვიდრე სომხეთს… მაინც უნდა ვთქვა, რომ ილჰამ ალიევის გუშინდელი გამოსვლა პროპუტინისტულ არხზე ,,Россия-1,, – იყო სამარცხვინო და ამაზრზენი…!
ალიევმა რუსულ არხზე სომხეთის პრეზიდენტს ნიკოლ პაშინიანს სოროსის ხელდასმული უწოდა და ის დიქტატორულ-დესპოტური რეჟიმის ხელმძღვანელად გამოაცხადა… ლიდერად, რომელმაც თითქოსდა სომხეთში ოპოზიცია მოსპო.
,,ის რევოლუცია, რომელიც სოროსმა ბელორუსში ვერ განხორციელა, ორი წლის უკან სომხეთში განახორციელდა,, განაცხადა ალიევმა, რითაც შეურაცხჰყოფა მიაყენა არა მარტო თავის მტრებს სომხებს, არამედ თავისუფლებისათვის მებრძოლ ბელორუს ხალხსაც, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან მიმართებაში, არანაირ კავშირში არაა…!
ალიევმა თავის გამოსვლაში რუსეთს კუდი წაუქიცინა აშკარად და აგრძნობინა, რომ ის ისეთივე მისაღები ლიდერია პუტინის მომხრეებისთვის, როგორიც ლუკაშენკოა…
რაც შეეხება პაშინიანის დიქტატორობას, თუ რამით ჯობია სომხეთი აზერბაიჯანს, ეს პირველ რიგში დემოკრატიის ხარისხით… ვინ ვინ და… ალიევი არ უნდა აკრიტიკებდეს სომხურ დემოკრატიას, რადგან ის, ერთადერთი ქვეყნის ხელმძღვანელია პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ხელისუფლება მამიდან შვილზე გადავიდა… ასეთი რამ თურქმენეთშიც კი არ მომხდარა.
ხოლო ოპოზიცია როგორ ,,ჰყვავის,, აზერბაიჯანში, ეს ქართველებმა რამდენიმე წლის უკან, თბილისიდან მუხტარლის გატაცების დროსაც ვნახეთ!

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ! საქართველოს გულრწფელი მოკავშირე ვერასდროს ვერ იქნება ვერც ერთი დიქტატორი… ჩვენი მოკავშირე – მხოლოდ დემოკრატიაა!

კახაბერ ადამია

 

https://www.facebook.com/kakhaber.adamia/videos/1709082682585245/?t=37

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – ძალიან დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიაციატივა, ჩვენს მეზობლებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა და ამ პროცესში ევროპელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვაქვს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით