“საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით” – ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა.
როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების” სახით“.
„დიდი ენერგიისა და ძალის მომცემი იყო გუშინ მოქალაქეების, აქტივისტების, პოლიტპატიმრების ოჯახების, პოლიტიკოსების, სხვადასხვა ასაკის მრავალფეროვანი ჯგუფის ერთიანი განცხადება პროტესტის 1 წლის თავზე, ახალი შემართებით ბრძოლაზე.
28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას, სინდისის პატიმრების თავდადებას, მოქალაქეების თავგანწირვას! პოლიტიკოსების გაუტეხლობას და მთლიანად მთელი საზოგადოების არჩევანს – არ დავთმოთ თავისუფლება!
მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების” სახით. ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში.
28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.
















