26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიააგვისტოს განმავლობაში მოკლულია 1 876 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 10 935 სამიზნე