„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს.

ამის შესახებ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.

“შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: დავით რაქვიაშვილს ვიცნობ როგორც დიპლომატს და წარმატებას ვუსურვებ