საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზაქციები რუსული სბერბანკით ხორციელდება – კანდელაკი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთები გაედინება. მისივე თქმით, ტრანზაქციები ხორციელდება რუსული სბერბანკის გავლითაც, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება.

“ქვეყნებმა, რომელთა პორტებითაც რუსეთი სარგებლობდა აქამდე, რუსეთს აუკრძალეს საკუთარი პორტებით სარგებლობა და ამიტომ დასჭირდა საქართველოს პორტების გავლით ამა თუ იმ პროდუქციის შეტანა რუსეთს დღეს. ახლა კითხვა, რომელიც საქართველოს წინაშეა, მარტივია – ეხმარება საქართველო რუსეთს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებაში თუ საქართველო დგას ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. დღესდღეობით, რადგან მიმდინარეობს საქართველოს გავლით ტვირთების გადინება, მითუმეტეს ტრანზაქციები ხორციელდება რუსული სბერბანკის გავლით, პასუხი რომელსაც სცემს ამ კითხვაზე საქართველოს მთავრობა არის ის, რომ საქართველოს ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია 200 000 ადამიანი შეიკრიბოს დედაქალაქის ცენტრში და მოვაწყოთ სახალხო ზეიმი, სადაც რუსული პარტია იძულებული გახდება ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო რუსული ვერტმფრენი კა-52