საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და თანამოქალაქეებს ახალ ინიციატივას აცნობს.
როგორც სააკაშვილი მის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ “პოსტში” წერს, მას შემდეგ, რაც საქართველო მოქმედი ხელისუფლებისგან გათავისუფლდება, მას სურს, რომ შეიქმნას ნიკა რურუას სახელობის ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო ინსტიტუტი.
მისივე თქმით, ინიციატივის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვერც ერთმა დამპყრობელმა და მისმა მარიონეტმა, ვეღარასდროს შეძლოს ეროვნული მეხსიერების ჩიპის შეცვლა.
“თაიმერი” საქართველოს მესამე პრეზიდენტის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს გათავისუფლების შემდეგ შევქმნათ ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო ინსტიტუტი და მას ვუწოდოთ ნიკა რურუას სახელი. სწორედ ნიკა იყო ჩვენი “საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის” შექმნის ინიციატორი.
ჩვენ გვჭირდება ასეთი ინსტიტუტი იმისთვის, რომ ვერცერთმა დამპყრობელმა და მისმა მარიონეტმა, ვეღარასდროს შეძლოს ჩვენი ეროვნული მეხსიერების ჩიპის შეცვლა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
















