„საქართველოს განვითარების ფონდი” დაარსდა იმიტომ, რომ დაამთავროს ნეპოტიზმისა და შიშის ეპოქა”

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დაფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე ფონდის წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზებსა და მედიას ფონდის ხედვას და მიზნებს აცნობს.

ბურჭულაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ამ კონკექსტში მან მძიმე სოციალურ ფონზე და პოლიტიკური გარემოზე ისაუბრა.

„საქართველოში არსებობს უამრავი ბავშვი, რომელმაც ტკბილეულის გემოც კი არ იცი“, – ამბობს ბურჭულაძე.

ბურჭულაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდების გარეშე ჩვენი წინსვლა შეუძლებელია.

„საქართველოს განვითარების ფონდი” დაარსდა იმიტომ, რომ დაამთავროს ნეპოტიზმისა და შიშის ეპოქა. უნდა დასრულდეს ჩემიანებად და შენიანებად დაყოფა. ჩვენ არ ვქმნით პოლიტკურ ორგანიზაციას. ეს არის საზოგადოებრივი ინიციატორი“, – განაცხადა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარების ფონდი 5 ძირითად მიმართულებაზე იმუშავებს. ბურჭულაძის თქმით, ესენია ეკონომიკა, სამართალი, საგარეო ურთიერთობები, შიდა პოლიტიკა და ახალგაზრდული საკითხები.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე ფონდ “იავნანას” აღარ უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა