“საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის და MAP-ი რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის და MAP-ი რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად.
როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო სამეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა მონტენეგროს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განაცხადებით, მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებით ნატომ დაადასტურა, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა კვლავ შენარჩუნებულია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
“ნატო-ს მინისტერიალის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მონტენეგროსთვის იღება ნატო-ში გაწევრიანების კარი, ეს ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, როგორც სამხედრო კუთხით თავსებადობის ზრდის მიმართულებით, ასევე დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები შევა ვარშავის სამიტის დღის წესრიგში და სამიტზე მიღებული იქნება ურთიერთქმედების გაღრმავების დამატებითი და ახალი კომპონენტები.
“აღინიშნა საერთაშორისო სამშიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობა და რაც ყველაზე მთავარია, ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის ძალაში და ჩვენ, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა ეს საბოლოო მიზანი აუცილებლად იქნას მიღწეული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა განცხადების იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, სადაც ალიანსი აღნიშნავს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისათვის.
“არის ძალინ მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი იარაღი, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP-ი რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად”, _ დასძინა კვირიკაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი 1-2 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მოანწილეობდა. მან ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

banner
წინა სტატიაშინდობის ჯგუფში დავით საგანელიძეს გია ვოლსკი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატია“საარჩევნო კოდექსში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს”