საქართველოს ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ვენდი მორტონი სტუმრობს

Portraits of Minister Wendy Morton at 102 Petty France, London. Picture date: 19/08/19. Photo credit must read: LAUREN HURLEY CROWN COPYRIGHT.

საქართველოს ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ვენდი მორტონი პირველად სტუმრობს.

ბრიტანელი მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, რომ ბრიტანეთი და საქართველო ახლო მოკავშირეები არიან და მოხარულია, რომ ქვეყნებს შორის დინამიურ პარტნიორობას მოქმედებაში ნახავს. ვენდი მორტონი მისალმებას ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„დილა მშვიდობისა, საქართველო. შესანიშნავია დღეს ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, ბრიტანეთისა და საქართველოს დინამიური პარტნიორობის მოქმედებაში ნახვა. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძლიერდება“, – წერს ბრიტანელი მინისტრი.

banner
წინა სტატიაშივახუშტი მენაბდე – ჩვენი რეკომენდაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია იმგვარად იყოს დაკომპლექტებული, რომ მასში ოპოზიციის გარანტირებული ჩართულობა უზრუნველყოს
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ იაპონია რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად