საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი რიკ დემსი სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი რიკ დემსი სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრებს ორი დღის განმვალობაში 27 და 28 ივლისს გამართავს.

თბილისში იგი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და პრემიერ მინისტრს, ასევე, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. შეხვედრები გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთანაც.

გარდა ამისა, დემსი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაში“ლეგენდების ქვეყანა” – ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ღონისძიება მარტვილში
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა