ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საქართველოს ეწვევა.
“მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო”, – წერს მაიკლ ო’ფლაერტი პლატფორმა X-ზე














