საქართველოს ევროკომისარი, დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია

საქართველოს დღეს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს.

ასევე დაგეგმილია დიმიტრის ავრამოპოლუსის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, სწორედ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლუსის მიერ მოხდა.

 

banner
წინა სტატიაშიპუშკინის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 3 აპრილამდე შეზღუდული იქნება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არ წარმოადგენს