“საქართველოს ევროინტეგრაციაში დიდი წვლილი შეიტანეს მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ, რომელიც დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტია…”-ანნა ფოტიგა

“ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა და პოლიტიკური ელიტის წევრმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში, ყველაზე გამოჩენილი მათგანი ახლა ციხეში ზის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც გვარამია, რომელიც არის ერთ-ერთი სუბიექტი ჩვენი დღევანდელი დებატებისა.

მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვაკრიტიკებთ ამჟამინდელ მთავრობას, იგი ხედავს, რამდენად დიდ ისტორიული საფრთხის წინაშე დგას მისი ქვეყანა, მან გვთხოვა, რომ ჩვენ მივანიჭოთ მათ ეს სტატუსი, რომ არ მივატოვოთ საქართველო ამ პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი იმითი, რომ დავტოვოთ მომავლის პოტენციალის გარეშე.

მოდით შევხედოთ რა ხდება ახლა უკრაინაში, ცოტა ხნის წინ, მე თვითონ ვუწევდი წინააღმდეგობას კომუნისტურ რეჟიმს, მე მესმის რას გრძნობენ ახლა ქართველები და მე მინდა მოგმართოთ თქვენ, მიანიჭეთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატობის სტატუსი” – თქვა ევროპარლამენტში სიტყვით
გამოსვლისას ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.

banner
წინა სტატიაშიპეტრას აუსტრევიჩუსი: დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება არის განუყოფელი ნაწილი საქართველოს ევროკავშირის წევრობისა
შემდეგი სტატიაარ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები – დემოკრატია, მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა