16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა , – ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.

პრესრელიზის თანახმად, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალონ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: 1937 წლის დასმენის წერილები ზუსტად იმავე “ღირსებით” იწერებოდა, როგორც მათი 2026 წლის პოსტები!
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: ტატა ხვედელიანი ლადო ვარძელაშვილის სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო “ნაცების” დროს და ეს ხალხი გვიტრიალდება, “ნაცები” ხართო