“საქართველოს EU-თან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, “ოცნება“ შორდება მოსახლეობის ნებას” – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად შორდება მოსახლეობის ნებას.

ჯანელიძე სოლიდარობას გამოხატავს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ და წერს, რომ დღეს, საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ.

„ერთი წლის წინ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მტკიცე პროტესტი „ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პროცესის შესაჩერებლად.

საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და შორდება მოსახლეობის ნებას.

დღეს, საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. დიდწილად, ეს იმ ხალხის შედეგია, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს არსებულ რეალობას.

მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმრისადმი, და ასევე, იმ მოქალაქისადმი, რომელიც არ ეგუება რეჟიმს“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრემიერის ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს
შემდეგი სტატია“ახლა კი, მათ “ანტიკორუფციულმა კამპანიამ” ჩაილურის წყალი დალია” – სააკაშვილი კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისის ჩხრეკაზე