8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლასიკური ძალისმიერი სამჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ათი მედლით დაასრულა

სპორტის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 15-22 მარტს მალტაში კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს.

სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ) ჩაჯდომში 177,5 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა წოლჭიმში, აქ მან 115 კგ დააფიქსირა; ამოწევაში კი სპორტსმენმა 195 კგ დაძლია, ჯამში 487,5 კგ დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
ნინო ჭრიკიშვილმა (84 კგ) ამოწევაში 240 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი გელაშვილმა (59 კგ) ჩაჯდომში 200 კგ დაძლია, წოლჭიმში კი ოქროს მედალი მოიპოვა, აქ მან 152,5 კგ ჩათვალა, რაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს რეკორდია; სპორტსმენმა ამოწევაში 210 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სამჭიდის ჯამში კი 562,5 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
თემურ სამხარაძემ (120+ კგ) ჩაჯდომში 385 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წოლჭიმში 210 კგ ჩათვალა, ამოწევაში კი – 390 კგ და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, სამჭიდის ჯამში 985 კილოგრამით კი მესამე ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატზე 35 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა. გუნდურ ჩათვლაში ქალთა ნაკრებმა მე-14 ადგილი დაიკავა, მამაკაცთა ნაკრებმა კი – მეათე.

banner
წინა სტატიაშივილი სანიოლი: ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს