საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ 38 წლის ასაკში, 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 23 მარტს განაცხადა. კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშებს ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან.















