საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან ანგარიშით 0:2-ს აგებს

საქართველოს საგარეო უწყებამ სოხუმში რუსეთ-სომხეთს შორის ფეხბურთში შეხვედრა გააპროტესტა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ავსტრიასთან ანგარიშით 0:2-ს აგებს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი “დინამო არენაზე” მიმდინარეობს. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე მარტინ ჰინტერეგერმა გახსნა, 42-ე წუთზე კი მარკო იანკომ საკუთარი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

საქართველოს სასტარტო შემადგენლობა ასეთია: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, ვალერი ყაზაიშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, ჯამბულ ჯიღაური და გიორგი ნავალოვსკი.

სათადარიგო შემადგენლობა: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, თორნილე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა პარუნაშვილი, დავით ხოჭოლავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით სხირტლაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლაშა დვალი და ზურაბ ცისკარიძე.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ღამის კლუბის დახურვის მოთხოვნით აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო LIBE-ს კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს მიესალმება