9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ირანს აფრთხილებს: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათის განმავლობაში არ გახსნის, აშშ მათ ელექტროსადგურებს დაარტყამს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები: ირანს აქვს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 4 000 კილომეტრია