6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დაკრძალეს

საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს დაემშვიდობა. ფეხბურთელი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს.

გიორგი ნემსაძე – 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრძოლას არ ვაჩერებთ
შემდეგი სტატია13 წლის წინ გაუჩინარებული გური დადიანიძის დედა შსს-სთან აქციას მართავს