საქართველოს ეროვნულ ბანკს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს, – ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანად ბიუჯეტის დეფიციტი 1,4 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ნაერთი ბიუჯეტის 2,6%-ია.

მესტვირიშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკისთვის და ფასების სტაბილურობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.

„ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროებია როგორც შიდა, ისე საგარეო ვალდებულებების ზრდა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით ვალის 500 მილიონით ზრდა არის დაგეგმილი. ეროვნული ბანკი დეფიციტის დაფინანსებას შიდა წყაროებით მიესალმება, რადგან ეს სავალუტო რისკებს ამცირებს, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ხელს უწყობს. შესაბამისად, ბიუჯეტი არ ქმნის რისკებს და ეროვნულ ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე – 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია
შემდეგი სტატია,,იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის”