საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია

 

მიხეილ სააკაშვილი

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახალხო დეპუტატმა იური დერევიანკომ, რომელიც პეჩერის რაიონის სასამართლოს შენობასთან მივიდა.
“იგი თავს გრძნობს ნორმალურად და მხნედ მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული აქვს შიმშილობა”,– აღნიშნა პარლამენტარმა.
მისი თქმით, “იგი მომავალშიც განაგრძობს თავის პროტესტს და ბრძოლას კორუფციონერებისა და ბანდიტების წინააღმდეგ, რომელიც ცდილობენ მის იზოლაციას”.
სააგენტო “NewsOne” იტყობინება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოში მიიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს 8 დეკემბერს და მოათავსეს უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს – ხატიაშვილი
შემდეგი სტატიაზოიძე: წამლების ფასები უნდა შემცირდეს