საქართველოს ექს-გენკონსული: სპეციალურად ჩამოვფრინდი უკრაინაში

ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი თეიმურაზ ნიშნიანიძე, უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია – კიევში ბრიფინგზე განაცხადა. ნიშნიანიძის თქმით, მან აღნიშნული საქმის შესახებ რამენიმე დღის წინ გაიგო. “სპეციალურად ჩამოვფრინდი უკრაინაში, ამ გამოწვევის მისაღებად. დამალვას არ ვაპირებ. სურვილი არ მქონდა მწვანე ადიალეს ქვეშ დავწოლილიყავი და წნევები მეზომა, თითქოს ცუდად ვარ” – თქვა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულზე საქმე აღნიძრა. თეიმურაზ ნიშნიანიძე ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხა. მას ასევე, ბრალად ედება შემოსავლების ლეგალიზება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებრივი გზებით მიიღო – უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

სასამართლომდელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ნოემბრამზე, საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად, თეიმურაზ ნიშნიანიძემ უკრაინის საგადასახადო სამსახურს 17 მილიონზე მეტი გრივენის ანაზღაურება მოსთხოვა, Louis Vuitton, Gucci, Dsquared2, Helen-Marlen და სხვა მაღაზიებში შეძენილი ნივთების გამო. სულ, სავარაუდოდ, საუბარია 100 მილიონ გრივენზე (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) – წერს “112 უკრაინა”. ნიშნიანიძეს უკრაინამ 4 მილიონი გრივენი აუნაზღაურა. აღნიშნული თანხა მის პირად ანგარიშზე გადაირიცხა, რომელიც კიევისა და ოდესის საბანკო ტერმინალებიდან მოიხსნა – წერს უკრაინული მედია.

ვირუსის ბლოკატორები