საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა – გერმანიის მთავრობის პოზიცია

ესპანეთის მიერ შენგენზე საზღვრების დროებით დახურვის თაოაბზე გაკეთებული განცხადება, რომელიც საფრანგეთში ტერორსიტული თავდასხმის შემდეგ გაკეთდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჰპოვა გამოხმაურება. ჩეხეთის ევროპოლის დირექტორის მაოდგილემ ონდრიხ მარტინუმ განაცხადა, რომ სანამ იარსებებს ტერორიზმის საშიშროება, შესაძლებელია შენგენში გადაადგილების დროებითი შეზღუდვის გადაწვეტილება იქნეს მიღებული. საინტერესოა ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ შენგენში უვიზო მოგზაურობის საკითხი ან გამარტივებული ვიზის მიღების თაობაზე საუბრები. თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ხსენებულ განცხადებებს, მაშინ ამ მომენტისთვის არარეალურია, საქართველოსთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის დაწესება. შენგენის ხელშეკრულება არის შეთანხმება

გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს თავის თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა

ამის შესახებ “თაიმერე” საქართველოში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს.

“კომისიამ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების კრიტერიუმების შესრულება საქართველოს მიერ. ამჟამად, ბრიუსელში, შესაბამის ორგანოებში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზარეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე.

ამ კონსულტაციებისას, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ სიტუაცია ევროკავშირსა და გერმანიაში.

იქ ამჟამინდელი სამიგრაციო კრიზისის გამო, გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული შიში შემდგომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ამ საკითხებში, ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “თაიმერს” გერმანიის საელჩომ ექსკლუზიურად მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.

ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშისკოლის გამოსაშვები დამატებითი გამოცდები 16-17 ივნისს ჩატარდება
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან.