საქართველოს ელჩს უკრაინაში, პრობლემები აქვს?

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფრომაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში გელა დუმბაძეს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოსთვის, რწმუნებათა სიგელი ამ დრომდე არ გადაუცია.


ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა გელა დუმბაძე არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მაღალ დონეზე დაგეგმილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის დროს უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა, სწორედ ამ ფაქტით იყო გამოწვეული.

ელჩი და კონსული, რომელიც დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას ვერ მიიღებს, თანამდებობიდან იქნება გათავისუფლებული- ვკითხულობთ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში.
ცვლილების მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, შესაბამისი სახელმწიფოსგან პასუხს არ მიიღებს.იგივე მოხდება კონსულების შემთხვევაშიც – ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილი იქნება კონსული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, რომ 2009-2013 წლებში, დუმბაძე უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი იყო. იმ დროს ამ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე გახლდათ. პოროშენკო დუმბაძეს სააკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებს და სწორდ ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ პოროშენკომ დუმბაძის მიღებაზე უარი თქვა. ამიტომ ადვილი მოსალოდნელია, რომ მალე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის უკან დაბრუნება მოუწიოს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად არ აისახება. „თაიმერმა“ აღნიშნული საკითხის გადამოწმება საგარეო უწყების პრესსამსახურში სცადა.

როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გელა დუმბაძემ აგრემანი ჯერ კიდევ 5 მაისს მიიღო, თუმცა უწყებაში  რწმუნებათა სიგელის გადაცემის შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ კარტოფილის დიდძალი მოსავალი აიღო (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ავზიდან წყლის ავსების დროს საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი მი-8 წყალში ჩავარდა