საქართველოს ელჩი ევროკავშირში: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე თვე სჭირდება

ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის დისკუსიებს საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა, რომ ე.წ. შეჩერების შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

„ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა. პარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის დისკუსიები მიდიოდა. საბოლოოდ შეთანხმებას კომპრომისულ ვარიანტზე მიაღწიეს და ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში პლენარული სესია ამას დაადასტურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ე.წ. შეჩერების შეთანხმების შემუშავება დასრულდება“, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე თვე სჭირდება და ძალაში მომავალ წელს შევა.

„გადაწყვეტილება ძალაში როდის შევა, ამას ვნახავთ. ეს უკვე მომავალ წელს იქნება. როგორც წესი, ამას რამდენიმე თვე სჭირდება. ჯერ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დასრულდეს“, – განაცხადა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა.

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისია ერთობლივ მოლაპარაკებაზე გუშინ საღამოს შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიბრიჯით ბრინქსი: ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს