საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრაგამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილესთან ხალაფ ხალაფოვთან.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ასევე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს, 2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
შემდეგი სტატიათაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისება – „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს