საქართველოს ეკლესიის მრევლი არ ყოფილა ისე ერთიანი, ისე მტკიცე, ისე ძლიერი, როგორც დღეს არის

ყველას ვეუბნები, პოლიტიკოსია, რიგითი მოქალაქეა თუ ვინაა, ან დგებით პატრიარქის და დედა ეკლესიის გვერდით ან დგებით იმ მხარეს, და იმ მხარეს რაც ჰქვია, მგონი, ყველამ კარგად იცით, რა, ეს არის ლუსტრაციის პროცესი, რაც ახლა ხდება და ძალიან ჯანსაღი პროცესია.

ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩვენს ძალიან წესიერ, უმწიკვლო პატრიარქს, რომელიც სიცოცხლეშივე წმინდანია, თავისი ცხოვრების წესით, ვინმე ჩრდილს მიაყენებს. ვერ მიაყენებს ვერავინ პატრიარქს ჩრდილს, რაც არ უნდა მოვისმინოთ, აი, დახშულია ყური, რაც არ უნდა გვანახონ, არა, ტყუილია ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით მრევლის წევრებმა. ყველას ვეუბნები, არასდროს, საქართველოს ეკლესიის მრევლი არ ყოფილა ისე ერთიანი, ისე მტკიცე, ისე ძლიერი, როგორც დღეს არის ”-განაცხადა ირმა ინაშვილმა TV პირველის ეთერში, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებებზე.

ცნობისთვის, სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, ოდნავ მაინც კი ვერ შეარყევს მას