საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ფოტოსურათის გადაღების გამო, ოკუპირებული აფხაზეთიდან სოჭის მცხოვრებლები გააძევეს.
საოკუპაციო რეჟიმის სუსი ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში შესასვლელთან გაჩერებისას, მოქალაქე ბრონიკი საკუთარ შვილს, უგუროვს, ფოტოს უღებდა ქართული დროშით.
ვიდეოში ბრონიკი და უგუროვი ბოდიშს იხდიან და აცხადებენ, რომ „არანაირად არ სურდათ აფხაზი ხალხის შეურაცხყოფა“, „მისი ეროვნული გრძნობების შელახვა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება“.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რუსეთის მოქალაქე დედა-შვილს აფხაზეთი იძულებით დაატოვებინეს.

















