საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2019 00:18

საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოების კონსოლიდაციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, ახლა არ არის ძველი წყენების გახსენების დრო, რადგან ქვეყანა არის გადასარჩენი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოქმედი მთავრობა საქართველოს დაღუპავს.

„საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი უნარი არ აქვს ქვეყნის განვითარების და ქვეყნის წინ წაყვანის. ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაგრამ ისინიც ასევე განადგურების პირზეა. ამიტომ ახლა საჭიროა, საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჯანსაღი ძალის აბსოლუტურად ერთად დგომა მიუხედავად წარსული წყენებისა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ამ დღეებში რაც მოხდა, ამ დღეებში როგორც გვაპამპულავეს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ორგანიზმი იმდენად დასუსტებული, იმდენად დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, რომ ყველა პატარა რაღაცამ შეიძლება ის მოკლას. ღმერთმა არ ქნას. ჩვენ ახლა გვჭირდება დროზე ამათი შეცვლა, მშიდობიანად გაწევა გვერდით. ჩვენ გვჭირდება დროზე არჩევნების ჩატარება. ფართო კონსესუსის მოძებნა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის, თქმით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები რაც შეიძლება ჩქარა, თუნდაც პროპორციული სისტემის იმ მოდელით, რომელიც ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა.

„ივანიშვილი ყველანაირი ფორმით წაასხამს არჩევნებს, მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს არა ამ კომისიის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. მთავარი არის ის , რომ არჩევნები ჩატარდეს დროზე. ყველანაირი ფორმის არჩევნები, მათ შორის პროპორციული არჩევნებით. ის რომ პრინციპი მიღებული იქნა ეს არის ნაღდად მიღწევა. ასეთი ფორმით არის ხაფანგი. მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც ამ ხაფანგის პირობებში. ხალხი დაიბრუნებს ამ ქვეყანას. მაგარი თაობა მოვიდა, ამ თაობას უნდა გავეგოთ ფეხქვეშ. ეს თაობა შეძლებს სასწაულს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2019 00:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics