საქართველოს დღე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“

„ბალტიური სახლი“ A კატეგორიის თეატრალური ფესტივალია. მისი წლევანდელითემაა „ცხოვრების იმიტაცია“. თავის სპექტაკლებს სანქტ-პეტერბურგში წარადგენენთეატრის ვარსკვლავები ეიმუნტას ნიაკროშუსი, ლიუკ პერსევალი, კირილ სერებრენიკოვი,მარიუს ივაშკავიჩუსი, კორნელ მანდრუცო და სხვ. გრიბოედოვის თეატრი საზღვარგარეთის პირველი რუსული თეატრია,რომელიც მონაწილეობისთვის მიიწვიეს ფესტივალის 26-წლიანი ისტორიისმანძილზე. ამასთან დაკავშირებით ფესტივალის ფარგლებში 10 ოქტომბერს გაიმართება„საქართელოს დღე“. პროგრამაშია ფოტოხელოვანის გოგა ჩანადირის გამოფენა „საქართველოზემოდან“. ეს არის შვეულმფრენიდან გადაღებული საქართველოს ღირსშესანიშნაობებიდა მთა-ბარი. გოგა ჩანადირმა 2002-2017 წლებში 274 საათი იფრინა საქართველოს ცაზე დააღბეჭდა ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი, ტაძარი, ციხე-სიმაგრე, ტბა, ზღვა, მდინარე, ქალაქიდა ასე შემდეგ. 10 და 11 ოქტომბერს თეატრი-ფესტივალი „ბალტიური სახლის“ მცირე სცენაზე გაიმართება გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი „ალჟირი“ (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის). ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამა გაცოცხლებული ისტორიაა, დაფუძნებული მხოლოდ რეალურ ფაქტებზე, და მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზესაშინელი ადგილის – გულაგის ერთერთი „კუნძულის“ შესახებ. სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალბატონმა, მათ შორის საქართველოდან ალჟირის ციხეებში 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სია არ არის სრული. გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი ეძღვნება ალჟირის ტყვეებს, ქალბატონებს საქართველოდან …სპექტაკლში მონაწილეობენ: ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ინა ვორობიოვა,ნატალია ვორონიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია და ანანიკოლავა.ამასთანავე, საქართველოს დღეზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისოკულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბის“ პრეზენტაცია და ცნობილიმომღერლების ნინო ძოწენიძის და გიორგი ნადიბაიძის კონცერტი. საქართველოს გარდა, „ბალტიური სახლი“ უმასპინძლებს სპექტალებსხორვატიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, დანიიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან,ყაზახეთიდან, გერმანიიდან და ლატვიიდან.

banner
წინა სტატიაშიექსპერტი ჯეფრი ჯოუელი: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი შთამბეჭდავი და საუკეთესოა
შემდეგი სტატიაგაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა