„ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წელს გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც გავწიეთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წელს გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც გავწიეთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თუმცა, საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი საქმეა, ის დღესაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ნელ-ნელა აგრძელებს სწორედ იმ ხაზს, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა – 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.