„საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის“- გერმანიის ელჩი საქართველოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში გერმანიისელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

მან დეტალურად მიაწოდაინფორმაცია ჰუბერტ ქნირშს ამ დროისთვის არსებული საარჩევნო დავების განხილვისპროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლისპროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით.თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა იმ განვითარებული პროცესების შესახებ, რომელიც სააარჩევნოადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელებისფაქტები და ელჩს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გააცნო. გერმანიის ელჩმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებამთლიანი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი, – „ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, აღნიშნა ჰუბერტქნირშმა. მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამპროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან დაკავებულ „სირცხვილიას“ აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
შემდეგი სტატიაკელი: როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?