სამველ პეტროსიანი: საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ანტოსომხურ პროექტს უყარა კენჭი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სამველ პეტროსიანის განცხადებით, 27 იანვარს, საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭი უყარა ანტისომხურ პროექტს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პეტროსიანმა აღნიშნა, პროექტის კენჭისყრამ საზოგადოებაში სხვადასხვა საუბრები და გაოგნება გამოიწვია.

“დღეს საქართველო ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი მეზობელ ქვეყნებთან, კარგი ურთიერთობების შენარჩუნების პოლიტიკას აწარმოებს. თუმცა, 27 იანვარს, საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოიჩინა რა არაობიექტურობა, კენჭი უყარა ანტისომხურ პროექტს, რამაც გამოიწვია გაოგნება და სხვადასხვა სახის საუბრები ჩვენს საზოგადოებაში. მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების ანტისომხური პოზიციისა, დარწმუნებული ვარ, რომ სომეხ და ქართველ ერებს შორის ძმური ურთიერთობები, მომავალში უფრო გაღრმავდება და განვითარდება. საქართველომ უნდა აწარმოოს დაბალანსებული პოლიტიკა”, – აღნიშნა სამველ პეტროსიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება განაახლა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა – ქართველის, სომეხის, აზერბაიჯანელის