საქართველოს დელეგაცია სოხუმში ჩასვლას გეგმავს

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

ცნობილი გახდა, რომ მალე საქართველოს ოფიციალური დელეგაცია შესაძლოა, სოხუმში ჩავიდეს. ცხადია, დავინტერესდით, რა საკითხზე და რა ფორმატში შედგება მოლაპარაკებები.
ირკვევა, რომ ვიზიტი ევროსაბჭოს ეგიდით იგეგმება და ამ ფორმატში აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.საქმე ეხება საბჭოთა რეპრესიებს, რომელსაც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, ცხადია, ვერც აფხაზეთი გადაურჩა. ცნობილია, რომ შინსახკომის ჯალათებმა უამრავი აფხაზი გამოასალმეს სიცოცხლეს. შესაბამისი დოკუმენტური მასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. ოფიციალური თბილისის თანხმობით, საარქივო მასალები აფხაზი ისტორიკოსებისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ევროსაბჭოს ეგიდით და ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამტომეულის გამოცემაზე, რომელიც აფხაზეთში საბჭოთა რეპრესიებსა და მსხვერპლთა ისტორიებს ასახავს. სწორედ ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი არ გამორიცხავს სოხუმში ჩასვლასაც. პარალელურად იგეგმება აფხაზი ისტორიკოსების თბილისში ვიზიტი.

ინფორმაციას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილიც ადასტურებს, რომელიც პირადად არის ჩართული მოლაპარაკებებში. მისი თქმით, გარდა მონოგრაფიის შექმნისა, ეს ნდობის აღდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტია.

წყარო

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინა
შემდეგი სტატიაბიზნესმენები ვხედავთ, რომ ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის-გიორგი ჭირაქაძე