საქართველოს დელეგაცია ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა. ნატოს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – უნდა შედგეს სია და გადაეცეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება