თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს

ამ პერიოდში, საქართველოს დედაქალაქი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს.

თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მსოფლიოში უსაფრთხოების უდიდესი რეგიონული ორგანიზაციის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: “25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

“ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან.

ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც ეუთო-ს გენერალური მდივანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრებიან, ეუთო-ს ქვეყნების სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს და მიგრაციის გლობალურ პრობლემებს განიხილავენ.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ყოვლისმომცველი და ისტორიული “თბილისის დეკლარაციის“ მიღებით და ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ყოველწლიური სესია ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა – 2016 წელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქართველო კი, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს ზეიმობს.

აღნიშნული ფორმატის შეკრებას საქართველო პირველად უმასპინძლებს, რაც პოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის ავტორიტეტსა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

საპარლამენტო ფორუმი საქართველოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევის შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი”, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება