საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ლომიძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია საზოგადოებას მეორედ ვეღარ მოატყუებს, 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ – სუბარი
შემდეგი სტატიაცესკომ “ალტ ინფო” რეგისტრაციაში გაატარა