„საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, იმედია ადამიანები, რომლებიც კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას დააფიქსირებენ არჩევანს“ – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ქუთაისის საარჩევნო უბანში მისცა:

„უპირველეს ყოვლისა, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990 წლიდან, კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო, თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება – ეს ადამიანები მოვლენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, იმიტომ რომ საქართველოს უაზროდ, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – საქართველო გააგრძელებს გონივრულ, გააზრებულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება ახალქალაში – ერთმანეთს ფიზიკურად უბნის კომისიის თავდჯდომარე და დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ