საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა საერთო-სახალხო კენჭისყრა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.

რეფერენდუმის კითხვა იყო – “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

30 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა – 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა, სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამ შედეგების საფუძველზე იმავე წლის 9 აპრლის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს
შემდეგი სტატიადღეს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაა