დღეს, 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებისა და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და უზენაესი საბჭოს წევრები.
საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 2 წლის თავზე გამოაცხადა.














