“ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებას კიდევ ერთი მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერა ეწირება. დანია ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის გადახედვის პროცესშია და უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერება.
როგორ გაგრძელდება დანიასთან ერთად სხვა მოკავშირე ქვეყნების საქართველოსთან ურთიერთობა, ეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა, სწორედ მის შედეგებზეა დამოკიდებული განაახლებენ თუ არა პარტნიორები ჩვენს ქვეყანასთნ თანამშრომლობას და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.