საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციამ შესაძლებელია 2017 წლისათვის გადაიწიოს

12საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლებელია 2017 წლის თებერვალ-მარტისთვის გადაიწიოს – “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე წერს.
“უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ მექანიზმებზე მუშაობა მომდევნო კვირას გაგრძელდება. ვფიქრობ, საქართველო-უკრაინის ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ ვიხილავთ” – დაწერა ჟურნალისტმა.

საქართველოსა და უკრაინის მთავრობებისთვის საკუთარი მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.

banner
წინა სტატიაში(video) ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი ტრამპს იზოლაციისგან დაიცავს