საქართველოს და უკრაინას დაუცველობის შეგრძნება აქვთ-ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, იმიტომ სურთ ევროკავშირში შესვლა, რომ დაუცველობის შეგრძნება აქვთ.

ამის შესახებ სარკოზიმ ოდესაში განაცხადა, სადაც ის ევროპული რეგიონების ასამბლეის VII შავი ზღვის სამიტზე იმყოფებოდა.

“როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, იმიტომ სურთ ევროკავშირში შესვლა, რომ დაუცველობის შეგრძნება აქვთ, გამომდინარე აქედან მათ სურთ, ევროკავშირში შესვლა თავდაცვის მიზნით, განსაკუთრებით საქართველოს, რადგან ის არის პატარა ქვეყანა. მე მივცემ ჩემს თავს უფლებას, ამას ვერავინ ვერ გეტყვით სხვა, რომ მხოლოდ დამოკიდებული უნდა იყოთ თქვენს თავზე, თქვენ ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ამერიკის ორი კრეისერი შემოსული იყო, მაგრამ მათ ვერანაირი ქმედითი დახმარება ვერ გაუწიეს საქართველოს და მხოლოდ დამხოლოდ მე მივაღწიე შედეგს მოლაპარაკებების ხარჯზე. აქედან გამომდინარე შეიძლება რუსეთის ხელისუფლების პირველ პირთან საუბარი, რაც დაადასტურა მან იმით, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულა”, – განაცხადა სარკოზიმ.

banner
წინა სტატიაშინიკოლა სარკოზი საქართველოს და უკრაინას რუსეთთან საუბარს ურჩევს
შემდეგი სტატიაავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა