საქართველოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა

National vector fabric wave flags of Czech Republic and Georgia isolated on white background. 1 to 2 proportion.

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

საელჩოს ცნობით, ამ მიზნით, 19-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიკაელა მარკსოვა-ტომინოვა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა და მათი გუნდის წევრები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ადგილზე გაეცნობა ჩეხეთის მხარის დახმარებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.

19 აპრილს სააგენტოს დელეგაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმები გულისხმობს თანამშრომლობას ორ პროექტთან, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა საქართველოში: „გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიულ სოციალურ სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერება საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო).

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე დაესწრება მეფუტკრეობის მულტიფუნქციონალური რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონიას და ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.

დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ აშენდა და აღიჭურვა.

დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებასა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეაბილიტაციისთვის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაშიმერკელი AstraZeneca-თი აიცრა
შემდეგი სტატიაოპოზიციურ პარტიაში „ევროპელი სოციალისტები“ გამოთქვამენ მზადყოფნას, შეუერთდნენ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს