7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“საქართველოს ჩათრევას სახიფათო რუსოფობიურ ავანტიურებში ცდილობენ”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დასავლელი აქტორები ცდილობენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში ჩართვას.

ზახაროვას განცხადებით, რეგიონის გარე მოთამაშეებს არსებული ვითარება „თვალში ეჩხირებათ“:

„შექმნილი ვითარება თვალში ეჩხირებათ რეგიონის გარე მოთამაშეებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩათრევას სახიფათო რუსოფობიურ ავანტიურებში. და, ჩემი აზრით, თბილისმაც არაერთხელ, ძალიან მკაფიოდ და ლაკონიურად განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის“, — განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასაც და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.

მისივე თქმით, მოსკოვი მზად არის მომავალშიც განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის „მეგობრობა განამტკიცოს“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
შემდეგი სტატიაისრაელის პრეზიდენტმა 6 პირი, მათ შორის ქართველი ექიმი, გმირობის მედლით დააჯილდოვა