საქართველოს ცენტრალური საარცევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ცენტრალური საარცევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის მონაცემები ასეთია:

ქართული ოცნება – 52,97%
კოალიცია ცვლილებისთვის – 11,21%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა 9,84%
ძლიერი საქართველო – 9,03%
გახარია საქართველოსთვის – 8,23%
გირჩი – 3,23%
პატრიოტთა ალიანსი – 2,53%.
ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ. მიმდინარეობს აპარატებით დათვლის გარდა, ხელით დათვლის პროცედურა.

მოგეხსნებათ, 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 საარჩევნო უბანი გახლავთ მოდერნიზებული, რომელიც სრულად აღჭურვილი იყო ტექნოლოგიების საშუალებებით, საიდანაც, ამ ეტაპისთვის, მოცულია 2 206 საარჩევნო უბნის შედეგი, რაც გახლვათ ამ ციფრის 97.48%. ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც დათვლილია ტექნოლოგიური საშუალებების მიერ.

გიზიარებთ წინასწარ შედეგებს:

ნ3 – “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია” – 3 479 ხმა, რაც გახლვადთ 0.19%
ნ4 – კოალიცია “ცვლილებებისთვის” – 197 619 ხმა, რაც გახლავთ 11.2%
ნ5 – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 173 510 ხმა, რაც გახლავთ 9.83%
ნ6 – “ევროპელი დემოკრატები” – 7 066 ხმა, რაც გახლავთ 0.4%
ნ8 – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 44 649 ხმა, რაც გახლავთ 2.53%
ნ9 – “ძლიერი საქართველოს” – 159 306 ხმა, რაც გახლავთ 9.2%
ნ10 – “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 13 350 ხმა, რაც გახლავთ 0.75%
ნ12 – “ჩვენი გაერთიანებული საქართველო” – 1 637 ხმა, რაც გახლავთ 0.9%
ნ16 – “შეცვალე საქართველო” – 11 071 ხმა, რაც გახლავთ 0.62%
ნ17 – “საქართველო” – 2 463 ხმა, რაც გახლავთ 0.14%
ნ20 – “თავისუფალი საქართველო” – 3 651 ხმა, რაც გახლავთ 0.2%
ნ21 – “ტრიბუნა” – 2 162 ხმა, რაც გახლავთ 0.12%
ნ23 – “ჩვენ” – 2 244 ხმა, რაც გახლავთ 0.12%
ნ25 – “გახარია საქართველოსთვის” – 145 205 ხმა, რაც გახლავთ 8.22%
ნ26 – “მემარცხენე ალიანსი” – 1 115 ხმა, რაც გახლავთ 0.6%
ნ27 – “ქართველ ერთობა” – 3 918 ხმა, რაც გახლავთ 0.22%
ნ36 – “გირჩი” – 56 980 ხმა, რაც გახლავთ 3.22%
ნ41 – “ქართული ოცნება” – 935 004 ხმა, რაც გახლავთ 52.99%

banner
წინა სტატიაშიმარტვილის სოფელ ნაგვაზაოში საპოლიციო ძალების გაძლიერებული მობილიზებაა
შემდეგი სტატია“გამოკითხვები აჩვენებს პროევროპული ოპოზიციის ლიდერობას” – ანა ფოტიგა საქართველოს არჩევნებზე წერს