საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე ფაქტო სოხუმს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას კვლავ სთავაზობს

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და დე ფაქტო სოხუმს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლებამ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გაააქტიურა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადასცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. ამ მიზნით მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ დრომდე ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
შემდეგი სტატიასაელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს