“საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მომავალი წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ემუქრება”

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

ჩვენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივაღწიეთ, რომლის მიხედვით, საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მომავალი წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ემუქრება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომელმაც კომპანია “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ აზებაიჯანიდან დამატებით 500 მილიონი კბმ მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღოს. “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასდროს გაკეთებულა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანს არ აქვს შესაბამისი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რომ საქართველოს მიაწოდოს. აქ ტექნიკური პრობლემა იყო, რომელთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პირადად მე ბევრს ვსაუბრობდით, ასევე საუბრობდა კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელობა, რომ არსებობდა ტექნიკური პრობლემა. მილსადენს, საიდანაც ბუნებრივ აირს ვიღებთ, აქვს გარკვეული მოცულობის გატარების შესაძლებლობა და იმაზე მეტს ტექნიკურად ვერ გაატარებს. ჩვენ გვაქვს სეზონური დისბალანსი – ანუ ზამთრის თვეებში გვაქვს ბუნებრივი აირის უფრო მეტი მოხმარება, ხოლო ზაფხულში – ნაკლები. ამიტომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რათა დამატებითი მოცულობის შემოტანა მომხდარიყო”, – განაცხადა კალაძემ, რომლის განმარტებითაც, დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს საქართველო შაჰდენიზის მილსადენის საშუალებით მიიღებს.

რაც შეეხება კომპანია “გაზპრომის” თემას და მასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, კალაძის თქმით, “გაზპრომთან” შეთანხებაზე ხელი მოწერილი არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, ქართული მხარის შეთავაზებაა, შენარჩუნდეს ის ძველი ფორმატი, რომელიც ტრანზიტის საფასურად გაზის 10%-ის მიღებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: არ მიმდინარეობს არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის