საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური რეალობისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესსექტორი იზრდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია ბიზნესსექტორის გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებლებშია ასახული.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბიზნესი სამუშაო ადგილების გენერირებას განაგრძობს.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, 2016 წლის მესამე კვარ¬ტალ¬ში, გა-სული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით გაიზარდა და 606.0 ათასი ადამიანი შეად¬გინა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ზრდის მაღალი ტემპით მიმდინარე წლის პირველი ნახევარიც ხასიათდებოდა. კერძოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32 257 ადამიანით (6%-ით) გაიზარდა; 2016 წლის მეორე კვარტალში კი, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 32 521 ადამიანით (5.7%-ით) არის გაზრდილი.

რაც შეეხება დასაქმების სექტორულ დინამიკას, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასაქმების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი რამდენიმე სექტორში დაფიქსირდა.

თევზჭერა, მეთევზეობის დარგი – დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 30.9%-თ, რაც ძირითა¬დად, თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას უკავშირდება; მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის დარგში (4.5%), რაც განაპირობა შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებამ ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე, ასევე, ჰიდროელექტროსადგურების, გაზსადენების, საყოფაცხოვრებო მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობამ; სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დასაქმებულთა რაოდენობა 7.7%-ით გაიზარდა, რაც მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ახალი საწარმოების ამოქმედებას და ადგილობრივი ერთეულების მატებას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ზრდა ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა, 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც. კერძოდ, 2016 წლის პირველ-მეორე კვარტალში ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქცია 15%-ით და 7.5%-ით გაიზარდა.

გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი სექტორები ლიდერობს: თევზჭერა, მეთევზეობა – 150%, მშენებლობა – 37%, სასტუმროები – 40%, რესტორნები – 30%, განათლება – 20%, ჯანდაცვა – 76%.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე 40 პირია დაბარებული
შემდეგი სტატია“ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ” – გია ყარამანაშვილი “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს ეხმაურება